რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-27, წინასწარი ინფორმაციით, შავ ზღვაში ჩავარდა, როდესაც გეგმურ გაფრენას ახორციელებდა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
უწყების ინფორმაციით, საავარიო სიგნალი თვითმფრინავიდან მაშინ მიიღეს, როდესაც ის ფეოდოსიიდან 50 კილომეტრში, შავი ზღვის აკვატორიაში იმყოფებოდა. მიმდინარეობს მფრინავის ძებნის ოპერაცია, რაც მეოტეოროლოგიური პირობების გამო გართულებულია.