რუსეთის მმართველმა პარტიამ "ედინაია რასიამ" ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის სპიკერის თანაშემწე, ანასტასია კასევაროვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფო დუმა მიშუსტინის კანდიდატურას კენჭისყრაზე დღეს, მოგვიანებით დააყენებს. შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რის შემდეგაც მთავრობა, სრული შემადგენლობით გადადგა. პუტინმა მინისტრთა კაბინეტის მეთაურის თანამდებობაზე სახელმწიფო დუმას რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა.