რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "რუსთავი 2"-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას პროვოკაციად განიხილავს. როგორც სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყება კატეგორიულად გმობს ჟურნალისტის მდაბიო ქმედებასა და უზენზურო გამონათქვამს. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას დადებითად აფასებს. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენებისგან განსხვავებით, საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ რადიკალურ ძალებს გამიჯვნოდა.