რუსეთის საგარეო უწყება - გაკვირვებული დავრჩით ბორელის მიერ ვიზიტის შედეგების შეფასებით, რომელიც მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება - Palitra News

რუსეთის საგარეო უწყება - გაკვირვებული დავრჩით ბორელის მიერ ვიზიტის შედეგების შეფასებით, რომელიც მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება

2021-02-08 15:14:59+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაოცებულები არიან უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მიერ რუსეთში გამართული ვიზიტის შეფასებით, რაც, მათი განმარტებით, მოსკოვში გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებულია.

მათი თქმით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვიზიტის შესახებ პირადი შეფასება სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაეჟღერებინა. რუსეთში ვიზიტის შემდეგ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთს ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგი არ სურს.