რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრულ ქმედებად აფასებს და ვაშინგტონს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება. „აშშ-ის ადმინისტრაციამ მტრული, ანტირუსული თავდასხმა განახორციელა, როდესაც ევროკავშირთან ერთად,“მოსკოვის დასჯის“ მიზნით მორიგი სანქციები გამოაცხადა,”- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის საბაბია.
„ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების დაწესება მხოლოდ საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის რეაქცია შესაბამისი იქნება. 2 მარტს ევროკავშირმა და აშშ-მა ერთმანეთთან კოორდინაციით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს.