რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ექსპერტები აფასებენ. ექსპერტები აღნიშნულის შეფასებისას ისეთ ტერმინებს იყენებენ როგორიცაა, „ბრალდება“ „ცინიკური“ და „რუსული ინტერპრეტაცია“. მათი პოზიციით, რუსეთი ცდილობს ახალი რეალობა შემოიტანოს საქართველოს პოლიტიკურ და ევროპის დღის წერიგში, რომ თითქოს არსებობს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამასთან, ექსპერტები რუსეთის განცხადებაში ტალიავინის დასკვნის არგუმენტად გამოყენებაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დასკვნაში საქართველოს ხელისუფლების არასწორ ქმედებაზე წერია , მაგრამ იმაზე არ გაუმახვილებიათ ყურადღება, რაც რუსეთის არასწორ ქმედებებს ეხება.
იხილეთ: