რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელზაბეთ რუდს უპასუხა. კერძოდ, რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, რუდმა მოსკოვის მხრიდან საქართველოს მიმართ გატარებულ ზომებს უსამართლო, არასაჭირო და არაპროპორციული უწოდა. აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეახსენა, თუ რა სანქციები დაუწესა აშშ-მ სსრკ/რუსეთს 1974-2018 წლებში.