რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რომის პაპს შეხვდება. როგორც ევრონიუსი წერს, შეხვედრა ვატიკანში დღეს იგეგმება, სადაც კრემლის ლიდერს ელოდებიან.
პუტინი პონტიფიკოსის გარდა, იტალიელ ლიდერებსაც შეხვდება, პაპისა და რუსეთის პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ უკრაინა იქნება.
პაპი კრემლის ლიდერს უკვე მესამედ ხვდება, 2015 წელს გამართული შეხვედრისას რომის პაპმა პუტინს მოუწოდა გულრწფელად ეცადა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა და დაპირისპირების დასრულება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის კათოლიკე სასულიერო პირები ვატიკანში ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განხილვას ხვალ აპირებენ.