ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ვითარების შეფასებისას, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება. ბაქრაძის შეფასებით, ცალსახად კარგია, რომ სანქციები არ იქნება შემოღებული, მაგრამ ეს არ ხდება იმიტომ, რომ რუსეთს და პუტინს საქართველოსთვის სიკეთე უნდათ.