რუსეთის მთავრობამ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ნავალნის ორგანიზაციას ამიერიდან უფრო ხშირად შეამოწმებენ. გარდა ამისა, უცხოეთის აგენტის სტატუსი უნდა ფიგურირებდეს ორგანიზაციის ყველა ოფიციალურ დოკუმენტში და შესაძლოა, მისი მუშაობაც შეაჩერონ.
"უცხოურ აგენტს" სწორედ იმ ორგანიზაციებს ანიჭებენ, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ, თუმცა, ალექსეი ნავალნი უარყოფს, რომ მის ორგანიზაციას ოდესმე თანხა უცხოური ძალების მხრიდან აუღია. შ
ეგახსენებთ, 43 წლის ალექსეი ნავალნი რუსეთის მთავარი ოპოზიციური ფიგურაა. იგი არაერთხელ იყო დაკავებული. მისი ორგანიზებით არაერთი ანტისამთავრობო აქცია გამართულა.