იაპონიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატამდე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 27 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ტესტ-მატჩი უნდა ჩაატაროს, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე რუსები შესაძლოა აღარ ჩამოვიდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის რაგბის კავშირი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციას გაივლის და მისი მიხედვით იმოქმედებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერ დაიწყება, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იმყოფება.