რუსეთის მხრიდან საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა - Palitra News

რუსეთის მხრიდან საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა

2020-02-20 18:31:58+04:00

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა რუსეთიდან, კერძოდ უსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელდა. კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განმარტა, კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.