აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერები ამერიკის სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობის კომპიუტერულ ქსელებში შეღწევას ცდილობენ. მათი მტკიცებით, რუსული ჰაკერების ჯგუფი, რომელსაც მკვლევარები ზოგჯერ „დრაგონფლაის“ უწოდებენ, თავს დაესხა აშშ-ის სახელმწიფო, ადგილობრივი და ტერიტორიული მთავრობის ათობით ორგანოს, ასევე საავიაციო ქსელებს. ”2020 წლის სექტემბრიდან, რუსეთის მიერ დაფინანსებულმა აქტორმა აშშ-ში სხვადასხვა სამიზნის წინააღმდეგ კამპანია განახორციელა”, - აცხადებენ აშშ-ში. ამერიკული მხარის ცნობით, ჰაკერებმა წარმატებით შეაღწიეს დაუზუსტებელი რაოდენობის ქსელებში და ორი მათგანიდან მონაცემები მოიპარეს.