სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 33 თურქი სამხედრო ემხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაიჭრა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავლუშოღლუ მომხდართან დაკავშირებით ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერს ესაუბრა.
რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის არმია, სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ინტენსიურ შეტევებს ახორციელებს. ამასთანავე გავრცელდა თურქეთის ოფიციალური პირების განცხადება, რომლის მიხედვითაც თურქეთი ევროპისკენ მიმავალი სირიელი ლტოლვილების ტალღას, აღარ შეაჩერებს.
შეგახსენებთ, სირიის კონფლიქტში რუსეთი მხარს სირიის ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს, თურქეთი კი სირიის ოპოზიციას. "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შემდეგ სირიის ხელისუფლება და ამბოხებულები ერთმანეთის პირისპირ იდლიბის პროვინციაში აღმოჩნდნენ, სადაც ბოლო რამდენიმე თვეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. კონფლიქტის გამო იდლიბის პროვინცია 900 000-მა ადამიანმა დატოვა.