რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა. მისივე თქმით, „კოვიდ 19“-ზე პირველ რიგში მედპერსონალი და პედაგოგოები აიცრებიან. რამდენიმე დღის CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია გეგმავს, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას დაამტკიცებს. როგორც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა CNN-თან განაცხადეს, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ვაქცინა მიმდინარე წლის აგვისტოში დამტკიცდეს.