თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც სააგენტო Reuters-ი თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, ერდოღანმა პუტინს ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგა დაურეკა. მან პუტინს მომხდარ დანაშაულზე ინფორმაცია პირადად მიაწოდა.
მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობენ.
იხილეთ: მომენტი, როდესაც თურქეთში რუსეთის ელჩს სიტყვით დამოსვლისას ესროლეს