შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ ღიად განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მართვადი და ლოიალური იქნება, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რითაც ის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კომენტარს გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ.
მისი განცხადებით, რუსები მიიჩნევენ, რომ ეს სანქციები არა პუტინის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის არჩევანის წინააღმდეგაა მიმართული.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს.