რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში შეხვედრისას. მხარეებმა წუხილი და შეშფოთება გამოთქვეს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტი 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია. სამიტს საქართველო დაესწრება, როგორც ასპირატი და ალიანსის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა. სტოლტენბერგმა საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.