რუსეთიდან თურქეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა S-400-ის მიწოდება უკვე დაიწყო. სისტემის პირველი კომპონენტები უკვე მიტანილია დედაქალაქ ანკარასთან მდებარე ავიაბაზა „მიურტედში“. დანარჩენი კომპონენტები უახლოეს დღეებში ჩავა თურქეთში და შესაძლებელი იქნება სისტემის აწყობა. რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ყიდვის გამო აშშ-სა და თურქეთს შორის ვითარება დაძაბულია. ვაშინგტონი აფრთხილებლდა ანკარას არ ეყიდა რუსული სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციებით ემუქრებოდა.
შეგახსენებთ, აშშ-მა თურქეთს უკვე შეუწყვიტა ავიაგამანადგურებლების მიწოდება და თურქი პილოტების წვრთნა.