2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომელიც ქვეყანაში საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციებს ასახავს.კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო სრულიად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული. მათ შორის, 2018 წელს ქვეყანში 864 მილიონი დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ჯამური იმპორტის 9.5%-ია. ამასთან იმპორტირებული საწვავის 83% ოთხ ქვეყანაზე მოდის, ესენია: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. კვლევის მიხედვით, 2014-2018 წლებში ყველაზე იაფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყო.ცნობისთვის, ორგანიზაციამ საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები მიმდინარე წლის მარტში შეისწავლა.