23:34
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რუსეთიდან პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია გადის
20-05-2022

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Bristol Myers Squibb-მა (BMS) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავის პარტნიორ Swixx BioPharma-ზე რუსული ბიზნესის გადაცემის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ Vademecum-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

BMS ივნისის ბოლომდე ყველა კვლევის დახურვას გეგმავს, რასაც კი რუსეთში აფინანსებს. BMS-ის რუსული განყოფილების თანამშრომლებს Swixx BioPharma-ში გადასვლა შესთავაზეს და კომპენსაციასაც დაჰპირდნენ.

Bristol Myers Squibb-ის წარმომადგენლობა რუსეთში 1993 წელს გაიხსნა. კომპანია აივ- ინფექციის, შიზოფრენიის, ჰეპატიტისა და კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს შეიმუშავებს.

წელს Bristol Myers Squibb-მა ამერიკული Forbes-ის რეიტინგში მსოფლიოს უმსხვილეს საჯარო კომპანიებს შორის 112-ე ადგილი დაიკავა.

იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთი, დაახლოებით, 1 000-მა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, საქმიანობა შეაჩერა ან ოპერაციები შეამცირა. BCG-ის ანალიტიკოსების ცნობით, ინვესტორების უმეტესობა მიიჩნევს, რომ რუსეთში დაბრუნებას 2-დან 5 წლამდე პერიოდი დასჭირდება.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები