რუსეთის შსს-ს ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ვოლკის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დეპორტაცია იგეგმება, რომელიც სააგენტო "რია ნოვოსტის" წყაროს ინფორმაციით, მირონ გორგიძეა, მეტსახელად მირიკო "ქუთაისკი".
ირინა ვოლკის ცნობით, მისი საპატიმროში ყოფნის ვადა ნოემბერში ამოიწურა, ის სასჯელს ლიპეცკის ოლქის ერთ-ერთ კოლონიაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და დამზადების გამო იხდიდა.