2018 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის კერძო სექტორიდან კაპიტალის გადინება 2,2 ჯერ გაიზარდა და რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით 9 მილიარდ 800 მილიონი დოლარი შეადგინა. როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, კაპიტალის გადინების ზრდა უცხოური აქტივების ზრდასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2017 წლის განმავლობაში რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ 31 მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, სუფთა კაპიტალის გადინება საზღვარგარეთ საერთო გადინებულ კაპიტალსა და საზღვარგარეთიდან შემოსულ კაპიტალს შორის სხვაობას ეწოდება.