საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღკვეთა. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი MITSUBISHI PAJERO-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით დიდი ოდენობით ხიზილალა შემოიტანა.