საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების მონაცემების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ფულადი გზავნილები რუსეთიდან 6%, ხოლო თურქეთიდან 20%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის მაისში რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 34 მლნ აშშ დოლარია, რაც გასული წლის მაისის მაჩვენებელს დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება.
რაც შეეხება თურქეთს, მაისში თურქეთიდან 8 მილიონამდე აშშ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც გასული წლის მაისის ფულადი გზავნილების მოცულობას 20%-ით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების კლება მხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან ფიქსირდება. საპირისპიროდ, 112%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები პოლონეთიდან, 307 %-ით ყირგიზეთიდან, 55%-ით საფრანგეთიდან, 60%-ით სომხეთიდან.