რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის (UNDP) დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთის ყველაზე დაზარალებულ რეგიონებს კონფლიქტის შემდგომი აღდგენის პროცესში დაეხმარება, ამის შესახებ სომხეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ამ მიზნით, ბიუჯეტიდან 3.2 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. საელჩოში აცხადებენ, რომ რუსეთი კოორდინირებულად უწევს ფინანსურ დახმარებას გაეროს ორგანიზაციების ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის სრულყოფილ განვითარებას. ამ დახმარების მოცულობამ 2010 წლის შემდეგ თითქმის 70 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.