მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია და მასზე მთლიანი ექსპორტის 14.7% მოდის. საქსტატის თანახმად, იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა.შეგახსენებთ, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 968 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი მილიარდ 775 მილიონ 400 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი 4 მილიარდ 192 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო.