03:53
19 მაისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთი საქართველოს საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტას უგზავნის
29-01-2022

რუსეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას უგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა. მისი თქმით, 26 იანვარს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა. ზაიცევმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელსაც გაეგზავნა. ცნობისთვის, 26 იანვარს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული უკრაინის მიმართ მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „თავისუფლება უკრაინას! ბოროტსა სძლია კეთილმან“ გაიმართა.

AutoPlay
მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თურქეთში, ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ - დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
მარია ზახაროვა - რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო "სიურპრიზს" ჰპირდება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
უკრაინულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დემენტივკა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
პროკურატურა - დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები