რუსეთი მოსკოვი-მინსკის რეგულარული ავიარეისების რაოდენობას კვირაში 10-მდე ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კრიზისულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ასევე განახლდება ყოველდღიური სარკინიგზო მომსახურება პოლოცკიდან და გომელიდან მოსკოვამდე.
”მიღებული იქნა გადაწყვეტილება 10 ივნისიდან ბელარუსთან ფრენების რაოდენობის კვირაში 10-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. 10 ივნისიდან ბელარუსთან ასევე აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა გომელ-მოსკოვისა და პოლოცკი-მოსკოვის მარშუტებზე ყოველდღე და ასევე გაიზრდება ვაგონების რაოდენობა „ლასტოჩკას“ მატარებლებზე, რომლებიც მოსკოვიდან მინსკში მიემგზავრებიან”, - აცხადებენ ცენტრში.
შეგახსენებთ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დასმაც მინსკში იძულებით განხორციელდა, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსული ავიაკომპანია Belavia-სთვის ევროპის აეროპორტების დაბლოკვისა და ევროკავშირის ქვეყნების თავზე ფრენის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.