რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მარიუპოლში უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ალყაში მოქცეულ მარიუპოლის "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანას „აზოვის“ ლეგიონი და 36-ე საზღვაო ქვეითების ბრიგადა ამ დრომდე აკონტროლებს. საწინააღმდეგოს აცხადებს რუსეთის არმია. ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ მარიუპოლის მთელი ტერიტორია მათ კონტროლ ქვეშ იმყოფება.