რუსეთის მთავრობა შიდა მარაგებისთვის მარცვლეულის ექსპორტს ზღუდავს. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დადგენილების პროექტი უკვე გამოაქვეყნა.დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, დაინერგება კვოტები 7 მილიონი ტონის ოდენობით ხორბლისა და მესლინის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე.
ამავე დროს, სამინისტრო იწყებს შიდა ბაზარზე მარცვლეულის რეზერვებიდან გამოტანას, რათა შენარჩუნდეს სტაბილური ფასი.
როგორც დადგენილებაშია წერია, აღნიშნული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობამ უპრობლემოდ მიიღოს ხორბალი და მისგან გადამუშავებული პროდუქტები.
Google დრონების მეშვეობით ინტერნეტის მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს