რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა ნაციონალური კეთილდღეობის ფონდიდან დოლარს ამოიღებს და ევროზე, ჩინურ იუანსა და ოქროზე გადავა. ამით კრემლი შეეცდება, შეამციროს ამერიკული აქტივების ზეგავლენა სანქციების მუქარის ფონზე. მინისტრის თქმით, გადარიცხვა, რომელიც 119 მილიარდი დოლარის ლიკვიდურ აქტივებს შეეხება, ცენტრალური ბანკის უდიდესი რეზერვების ფარგლებში მოხდება.
ნაციონალური კეთილდღეობის ფონდი დოლარში ლიკვიდური აქტივების 35%-ს ფლობს, რაც 41 მილიარდ 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ასეთივე ოდენობის თანხაა ევროშიც, ხოლო დანარჩენი ნაწილი განთავსებულია იუანებში, იენებზე, ფუნტებსა და ოქროში. ცვლილების შემდეგ ფონდის აქტივები ევროში იქნება 40%, იუანში - 30%, ოქროში - 20%, იენსა და ფუნტში კი - 5%.
კეთილდღეობის ფონდი რუსეთის ნავთობის შემოსავლების დანაზოგს ინახავს და დეფიციტის კომპენსაციისთვის იყენებს, როცა ბაზარზე ფასები ვარდება. არალიკვიდურ აქტივებთან ერთად ფონდის საერთო ღირებულება 185 მილიარდ 900 მილიონი დოლარია.