რუსეთი ისრაელს სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასა და ეკიპაჟის დაღუპვაში ადანაშულებს-ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსულმა მხარემ არაერთხელ მოუწოდა, ისრაელს სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ქმდებებისგან თავი შეეკავებინა, რადგან ავიაიერიშები საფრთხეს უქმნის რუსი სამხედროების უსაფრთხოებას. ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ისრაელელ კოლეგას ავიგდორ ლიბერმანს ტელეფონით ესაუბრა. შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ИЛ -20“ ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა. თვითმფრინავი ისრაელის საჰაერო ძალების F-16-ტიპის გამანადგურებლების მიერ სირიაში, ლატაკიას პროვინციაში მდებარე ობიექტებზე განხორციელებული შეტევის შედეგად ჩამოვარდა. მომხდარს ეკიპაჟის 15 წევრი ემსხვერპლა.