რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები იანვარ-თებერვალში მასშტაბურ წვრთნებს გამართავენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პასუხისმგებლობის ყველა ზონაში ჩატარდება.
„წვრთნები ჩატარდება ხმელთაშუა, ჩრდილოეთ და ოხოტის ზღვებში, წყნარ და ატლანტის ოკეანეებში,”- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, სწავლებებში მონაწილეობას მიიღებს 140 სამხედრო გემი, 60-ზე მეტი თვითმფრინავი, 1 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 10 000 სამხედრო მოსამსახურე.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი, ჩინეთი და ირანი დღეს ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ.