02:52
19 მაისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთი გერმანიას ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული მასალების ოპერატიულად გადაცემას სთხოვს
06-09-2020

მოსკოვი 24 საათის განმავლობაში მზად არის ბერლინთან თანამშრომლობისთვის, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან არის დაკავშირებული და გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპერატიულად უპასუხოს რუსეთის მოთხოვნებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „მინდა შეგახსენოთ, როდესაც რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, მან დასვა კითხვა, არსებობს თუ არა კონკრეტული მონაცემები, რომელთა მიღებას შეძლებდა რუსეთი, რათა შეესწავლა გამოძიებისთვის, მაგრამ მისთვის არაფერი გადაუციათ. დღესაც იგივე ვითარება გვაქვს“, - განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, თუკი ბერლინს სურს ოპერატიულობა, პირველ რიგში, ეს ოპერატიულობა გერმანულმა მხარემ უნდა გამოავლინოს. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ რუსეთიდან ბერლინში გადაიყვანეს. გერმანული მხარის დასკვნებით, ნავალნი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული.

AutoPlay
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია კიევშია ჩამოსული - მიხეილ სააკაშვილი
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა სავარაუდოდ, 22 მაისს გაიმართება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ირაკლი ზარქუას განცხადებით, "ქართულ ოცნებას" კახა კალაძეზე უკეთესი ალტერნატივა არ ჰყავს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
კახა კალაძე "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები