ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსულ დელეგაციას მის შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. მედიის ინფორაფაციით, რუსული დელეგაცია უკვე სტრასბურგშია. რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა 118-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო -62, 10-მა დელეგატმა კი თავი შეიკავა. რუსეთმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლეაბამოსილება 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაიანაში განვითარებული მოვლენების გამო დაკარგა. დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას უკვე დღეიდან მიიღებს.