17:00
5 აგვისტო, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტასა და პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ
10-12-2019

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარიზში გამართული შეხვედრის დროს აღმოსავლეთ უკრაინაში 2019 წლის ბოლომდე "სრულ და ყოვლისმომცველ" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ბოლომდე მხარეებმა უნდა გაცვალონ "კონფლიქტთან დაკავშირებით დაკავებული პირები".

გარდა ამისა, ორ პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის მარტის ბოლომდე უკრაინის სამი რეგიონი სამხედრო ძალებისგან უნდა გაათავისუფლონ, თუმცა, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელიც სამი რეგიონი იგულისხმება.

ვლადიმერ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხი ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგ "განიბლოკა" და აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევაც მოხდება. თუმცა მხარეები ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯარების გაყვანასა და იქ არჩევნების ჩატარების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს პარიზში გუშინ შეხვდნენ.

AutoPlay
რუსეთში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 139 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
სომხეთში კორონავირუსის 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
შსს-ს ინფორმაციით, სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, შემოწმებულია 38 სოფელი, დათვალიერებულია 7 მდინარე
გამოქვეყნდა 56 წუთის წინ
აღმოსავლეთ სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მე მაქვს თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, ამას აუცილებლად გავასაჯაროებ - მგონი, არ ვარ ფსევდო შეყვარებული - ბაჩანა ლობჟანიძე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
იაპონიაში კორონავირუსის 1 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები