22:19
26 მაისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთი და უკრაინა, "ნორმანდიის ოთხეულის"ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ
27-01-2022

კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი კოზაკის განცხადებით „ნორმანდიის ოთხეულის" ფორმატში გამართული შეხვედრა მარტივი არ იყო, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება აუცილებელია.

„განსხვავებების მიუხედავად, შევთანხმდით, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღმოსავლეთ უკრაინაში ყველა მხარემ უნდა შეინარჩუნოს, მინსკის შეთანხმებების შესაბამისად,“- განაცხადა კოზაკმა პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.

„მონაწილეები მხარს უჭერენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უპირობო პატივისცემას, მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში განსხვავებების მიუხედავად,“- აცხადებენ ელისეს სასახლეში.

26 იანვარს პარიზმა „ნორმანდიის ოთხეულის“ შეხვედრას უმასპინძლა. რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

AutoPlay
“როიტერსი" - თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
ემანუელ მაკრონმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საკითხი განიხილეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ფინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ორმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
კიევის მიტროპოლიტი მსოფლიო პატრიარქსა და ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს მიმართავს რუსეთის პატრიარქი ტახტიდან გადააყენონ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ნიშნავს იმას რომ ხელისუფლებას აწყობს ქვეყანას ჰქონდეს ცუდი ავტორიტეტი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები