რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრები 30 მარტს მოსკოვში დამატებით შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას "ტასი" ავრცელებს. ეწ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბიოლოვის განმარტებით, გათვალისწინებულია რუსეთის არმიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის 150 "მოქალაქის" სამხედრო სამსახურის გავლაც.