რუსეთის მხრიდან კიბერ თავდასხმის საშიშროება ერთი-ერთი საკვანძო საკითხია, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავას. ამ საშიშროებისა და კიბერ ომის პროგნოზირების მიუხედავად, ექსპერტების თქმით, ეს საფრთხე ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტურია. ბრიტანეთის კიბერ სივრცის უსაფრთოების ცენტრმა National Cyber Security Centre (NCSC) უკვე მიიღო საჭირო ზომები და მეტი რესურისი გამოყო მონიტორიგნის და გამოძიების საწარმოებლად. ბევრმა კომპანიოამ მიიღო ინსტრუქცია და გაფრთხილება, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი კიბერ შეტევისგან. როგორც ბრიტანეთს კიბერ-სივრცის უსაფრთხოების სამსახურის მთავარმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რუსეთი მათი და მათი მოკავშირეებისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს ვირტუალური სივრცეში, შესაბამისად მისი დავდასხმების მოგერიება მათი მთავარი მიზანია. როგორც ამბობენ, მსოფლიოს არაერთხელ უნახავს რუსეთის უკანანო ქმედებები კიბერ სივრცეში ბოლო 20 წლის განმავლობაში. რუსული სდაზვერვო ოპერაციები და კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვის მცდელობები ჯერ კიდევ 1990იანი წლებიდან იღებს სათავეს. დასავლეთის სპეც სამსახურები ვარაუდობენ, რუსეთის მხრიდან მათ კიბერ-სივრცეში შეჭრას, თუმცა ჯერ არ არსებობს ზუსტი მტკიცებულებები და გამოძიებას დრო სჭირდება. მაგრამ ავადროულად რუსეთს ღიად ადანაშაულებენ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ კიბერ-თავდასხმებში, რომელიც არაერთმა ადგილობრივმა კომპანიამ იწვნია. აღსანიშნავია რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ასევე ცდილობენ იდენტური ქმედებების განხორიელებას და რუსთის ვირტუალურ ქსელებში პოზიციების დაკავებას საპასუხო შეტევის განსახორციელებლად. აშშსა და დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსნების თქმით, მათ შემჩნეული ჰყავთ რუსეთი მათი ვირტუალურ სივრცეში პოზიციონირებისას, რაც საშიშ ინფრასტრუქტურას მისთვის ხელმისაწვდომს ხდის და შესააბამისად არ გამორიცახვენ რუსეთის მხრიდან საბოტაჟს და ელექტროქსელის გათიშვას ან დაზიანებას. ასევე ვარაუდობენ, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა ვირტუალური თავდასხმის მეშვეობით მოიპარონ სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მონაცემები . ექსპერტების თმით, ვირტუალური სივრცე არ უნდა განიხილებოდეს როგორც განცალკევებული სფერო სხვა სივრეებისგან, იქნება ეს სამხედრო ქმედებები თუ სხვა სახის ღონისძიებები. შესაბამისად, არ გამორიცხავენ კიბერ ომს რუსეთსა და დასავლეთს შორის.