რუსეთი ჩვენი მტერი არ არის, ჩვენ მტრების სიას არ ვადგენთ, რუსეთი არ არის იგივე, რაც საბჭოთა კავშირი იყო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ მეტად თავდაჯერებულ რუსეთს, რომელმაც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების მეტად უფრო არაპროგნოზირებად ლანდშაფტს ტერორიზმის ზრდასთან ერთად. ჩვენ ვხედავთ კიბერშეტევებს. ვხედავთ, რომ ჩინეთის აღზევებასთან ერთად, ძალაუფლების გლობალური ბალანსი იცვლება. ასეთ დროს ჩვენ გვჭირდება ისეთი ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუციები, როგორიცაა ნატო", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ნატოს სამიტზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს ლიდერებმა რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გაუმჯობესების საკითხი განიხილეს.