12:17
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირს ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ აფრთხილებს
25-08-2020

რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირს ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ აფრთხილებს - ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  აღნიშნული უწყების ინფორმაციით, 25 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანს შეხვდა. „ბელარუსში ამჟამად არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლის დროს, რუსეთის მხრიდან აქცენტი გაკეთდა, რომ დაუშვებელია მინსკზე სანქციებითა და პოლიტიკით წნეხის განხორციელების მცდელობა, რაც ქვეყანაში ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის დამყარების პროცესს ხელს შეუშლის. რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირს აფრთხილებს ბელარუსის შიდა საქმეებში ნებისმიერი ფორმით ჩარევის შესახებ, მათ შორის ამჟამად რამდენიმე დედაქალაქში გაჟღერებული ანტისამთავრობო დემონსტრაციებისკენ ღია მოწოდებების შესახებ“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები