შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილმა პალიტრა ნიუსის გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ საქართველოს დეოკუპაციაზე ისაუბრა. ციხელაშვილმა განაცხადა, რომ 11 წლის მანძილზე რუსეთი არღვევს სქართველოს მოქალაქეების როგორც ფუნდამნეტურ ასევე, სიცოხლის უფლებას და არღვევს ქვეყნის სუვენერისტისა და მთლიანობის პრინციპს. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერთან ერთად რუსეთი არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელზეც აქვს ხელი მოწერილი. ციხელაშვილმა ისაუბრა იმ საზოგადოებაზეც, რომელიც ოკუპაციის გამო ორადაა გაყოფილი და აღნიშნა, რომ ჩვენი პოლიტკის მთავარი მიზანი ამ გახლეჩილი საზოგადოების შერიგებაა.