რუსეთი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ვაქცინის 88 მილიონ დოზას აწარმოებს, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გალიკოვამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული 88 მილიონიდან 83 მილიონი დოზა Sputnik V ვაქცინა იქნება. გალიკოვას ინფორმაციით, ვაქცინების 30.5 მილიონი დოზის წარმოება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლომდე იგეგმება. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღემდე ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინების 7.9 მილიონი დოზაა წარმოებული.