რუსეთი 20 ჩეხ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატებმა რუსეთი 1 დღეში უნდა დატოვონ.
იქამდე კი, ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურების მტკიცებით, აღნიშნული პირები სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები იყვნენ და 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდნენ. ჩეხეთმა რუს დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩეხეთის გადაწყვეტილებას "უპრეცედენტო" და "მტრული ქმედება" უწოდა და განაცხადა, რომ ჩეხეთის ხელისუფლებას სურდა “ბოლო დროს დაწესებული სანქციების ფონზე შეერთებული შტატებისთვის ესიამოვნებინა".