დონეცკის ოლქის ქალაქებში, სლავიანსკსა და კრამატორსკში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი დაბომბვა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე, ივან ბაკანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, მოწინააღმდეგემ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენა.
„დაღუპულთა შორის არის ოჯახი 12 წლის შვილთან ერთად. მტრის სამიზნე კვლავ სამოქალაქო ობიექტებია, რომლებზეც ოკუპანტებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს“, - განაცხადა ივან ბაკანოვმა.