
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რუსები „მოსკვიჩის“ ბრენდის ქვეშ ჩინურ მანქანებს ააწყობენ
20-05-2022
„კამაზი“ Renault Russia-ს მოსკოვის ქარხნის გამოთავისუფლებულ სიმძლავრეებზე ჩინური მანქანების წარმოების ლოკალიზებას გეგმავს. ამის შესახებ „ვედომოსტის“ ორმა წყარომ განუცხადა.
წარმოება არაუგვიანეს 2022 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება, სადაც ჯერ შიგაწვის ძრავით აღჭურვილ მანქანებს, შემდეგ კი ელექტრომობილებს გამოუშვებენ.
ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, „კამაზი“ მოლაპარაკებებს მოქმედ პარტნიორ, ავტომწარმოებელ JAC-თან მართავს. ამავდროულად, მოსკოვის ხელისუფლება მუშაობს სხვა ჩინურ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობაზე, თუმცა კომპანიის სახელი ჯერ უცნობია.
ცნობისთვის, Renault-ის რუსული აქტივები სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. რუსეთის მთავრობას მოსკოვის საავტომობილო ქარხნის, Renault Russia-ს 100%-იანი წილი გადაეცა.
AutoPlay

Moody's ადასტურებს, რომ რუსეთმა დეფოლტი განიცადა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ

საქართველო ხორბლისა და ქერის ექსპორტს ერთი წლით კრძალავს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ

2022 წლის 1-ელ ნახევარში 170 მილიონის სახელმწიფო ქონება გაიყიდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ

საქართველოში ეკონომიკის ზრდასთან ერთად გაჭირვებული ადამიანების რაოდენობაც იზრდება
გამოქვეყნდა 12 საათის წინ

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ

ხორვატიაში 2023 წლიდან ეროვნულ ვალუტად ევრო გამოცხადდება
გამოქვეყნდა 22 საათის წინ