რუსეთში ოპოზიციური პარტია "იაბლოკოს" ლიდერმა სერგეი მიტროხინმა მოსკოვის სათათბიროს დეპუტატის მანდატი ქალაქის იმ საარჩევნო ოლქში მოიპოვა, სადაც თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს და ამომრჩეველთა შორის სამხედროები და მათი ოჯახის წევრები მრავლად არიან. ამ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.
მიტროხინი პირველ ადგილზე გავიდა თავდაცვის სამინისტროს გარშემო მდებარე ოთხიდან ორ საარჩევნო უბანზე. როდესაც სერგეი მიტროხინს გამარჯვების შემდეგ კომენტარი სთხოვეს, მან განაცხადა რომ "არ იცის რა მოხდა".
სამხედროებს რუსეთის ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის გასაზრდელად და ხელისუფლების კანდიდატების მხარდასაჭერად ხშირად იყენებს. არაერთმა ჯარისკაცმა განუცხადა "როიტერის" ჟურნალისტებს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა აიძულეს. ზოგ მათგანს კი ხმის მიცემის ფოტოგრაფიული დადასტურებაც მოსთხოვეს.
"ევრონიუსი" მიიჩნევს, რომ რუსეთში ცხოვრების დონის გაუარესების გამო უკმაყოფილება სამხედროების ნაწილშიც არსებობს.