ავიაკომპანია TAROM საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს. 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ შესრულდება. ავიაკომპანია მგზავრებს ბუქარესტის გავლით 50-ზე მეტ ტრანზიტულ მიმართულებას სთავაზობს. რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 440 ლარიდან დაიწყება.