რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა 10 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა. 24 ნოემბერს, მეორე ტურში, კლაუს იოჰანესი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვიორიკა დანკილას დაუპირისპირდება. გამოკითხვის თანახმად, იოჰანესმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 38,7% მოიპოვა, ხოლო ვიორიკა დანკილასმა - 22%. რუმინეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ იღებს, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.
ცნობისთვის, კლაუს იოჰანესი რუმინეთის პრეზიდენტად პირველი ვადით 2014 წელს აირჩიეს.